სერვისები24

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი
გაზიარება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი
instock

ID:

14587

მობილური:
505-05-46-99
თარიღი:
დაწყება:
00:00 - 00:00
მისამართი:
SKU:
logo24.png
კურსორი - პროგრამირების სასწავლო ცენტრი - servisebi24.ge
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა, სხვა სიახლეებთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საჭიროებაც გააჩინა. კანონითვე განსაზღვრული, ოფიცრის უფლება-მოვალეობებისთვის თუ ერთხელ მაინც გადაგივლიათ თვალი, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ პერსონალურ მონაცემთა ოფიცერს კომპანიის საქმიანობის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მიგვაჩნია, რომ დაკისრებული პასუხისმგებლობის წარმატებით შესრულებისათვის, პერსონალურ მონაცემთა ოფიცრის პოზიციაზე დანიშნულმა პირმა სიღრმისეულად უნდა იცოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები.
სწორედ ამ მიზნით, PLC Consulting გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსს. 👩‍💼
თუ უკვე შერჩეული გყავთ თანამშრომელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისთვის, მაგრამ გსურთ მან მეტი იცოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ან თუ ხართ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით დაინტერესებული და გსურთ თქვენი პროფესიული საქმიანობა ამ სფეროს დაუკავშიროთ, მაშინ არ გამოგრჩეთ ეს შესაძლებლობა.
კურსის ფარგლებში სიღრმისეულად განვიხილავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებით საკითხებს. 📖
თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ერთობლიობა, კი, საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ მთავარ მიზანს 🎯 კურსის მონაწილეებს დავეხმაროთ ჯეროვნად განახორციელონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობა. 👩‍⚖️
📆 კურსი დაიწყება 2024 წლის 8 მაისს და დასრულდება 2024 წლის 15 ივნისს (კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 შეხვედრა, კვირაში ორი დღე, შეხვედრის ხანგრძლივობა სამი საათი).
👩‍🎓კურსს გაუძღვებიან PLC Consulting-ის დამფუძნებლები: თამარა მახათაძე, თეონა თოდუა და ზინაიდა ჩხაიძე.
💵 კურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 1200 ლარს. კურსში მონაწილეობის საფასურზე ვრცელდება კორპორაციული პირობები.
🎓 კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა სერტიფიკატი.
📌 კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
📱 ტელ: +995 505 05 46 99
📧 ელ. ფოსტა: info@plcconsulting.ge
❗️გაითვალისწინეთ, თუ წარმოადგენთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სუბიექტს, მაშინ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ გაქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულება:
🛡 სადაზღვევო ორგანიზაცია;
🏦 კომერციული ბანკი;
🏥 სამედიცინო დაწესებულება;
💰 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
💻 ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია;
✈️ ავიაკომპანია;
🛫 აეროპორტი;
🪙 საკრედიტო ბიურო;
🏢 საჯარო დაწესებულება;
📈 პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით (საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3%) მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემურ და მასშტაბურ მონიტორინგს.

  განმარტებები 

  •  შეუკვეთეთ პროდუქტი, ან უბრალოდ მიწერეთ წერილი პოსტის ავტორს.
  •  შეკვეთის შესრულებაზე პასუხს აგებს პოსტის ავტორი.
  •  საიტი არ ერევა შემკვეთისა და პროდუქტის ავტორის ურთიერთობაში

შემკვეთის ვინაობა *
საკონტაქტო მობილური *
ფეისბუქის ლინკი ან მეილი
მესიჯი
{{ reviewsTotal }}{{ options.labels.singularReviewCountLabel }}
{{ reviewsTotal }}{{ options.labels.pluralReviewCountLabel }}
{{ options.labels.newReviewButton }}
{{ userData.canReview.message }}