სერვისები24

Meta-ს სასერტიფიკატო გამოცდა
ID:
9598
Meta-ს სასერტიფიკატო გამოცდა
მინდა გამოვეხმაურო და მოგაწოდოთ ინფორმაცია Meta-ს სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით, რადგან ბევრი მწერს და ერთ პოსტში გაგცემთ ყველას პასუხს:
  1. გამოცდაზე გასვლას საქართველოში ფიზიკურად შეძლებთ 2024 წლის იანვრიდან (ჯავშნების მიღებამდე წინასწარ დავაანონსებთ ინფორმაციას)
  2. გამოცდა ჩატარდება კომპანია Simple Steps-ის ოფისში სპეციალურ მოწყობილ აუდიტორიაში
  3. კომპანია Simple Steps-ი გახდა ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი რომელსაც უფლება აქვს ჩაატაროს Meta Blueprint-ის ოფიციალური გამოცდა, რაც ნიშნავს რომ გამოცდა და სერტიფიკატი არაფრით განსხვავდება იმისგან რასაც Pearson Vue-ს ვებ-საიტზე აბარებთ
  4. ფასს რაც შეეხება ამ საკითხზე კომუნიკაცია გვაქვს Meta-სთანდა და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ფასი მორგებული იყოს ქართულ რეალობას და ამ საკითხს მივაღწევთ, (პირველი დონის გამოცდა Meta-ს ვებ-საიტზე 50$ ღირს, ხოლო თუ ჩაიჭრებით თანხას თავიდან იხდით) მეორე საკითხი რაზეც ამჟამად მოლაპარაკება მიდის არის ის რომ თუ კანდიდატი გამოცდაზე ჩაიჭრება საშუალება ჰქონდეს უფასოდ გადააბაროს (მოცემული საკითხი ჯერ არ არის დადასტურებული)
  5. გამოციდს ჩატარება Simple Steps-ის სახელით ონლაინაც იქნება შესაძლებელი, მათთვის ვინც ვერ ახერხებს ოფისში მოსვლას ან არ იმყოფება საქართველოში, მაგალითად ერთი ჯავშანი სომხეთიდან შემოგვივიდა და მაგ პიროვნებას ონლაინ ჩავაბარებინებთ
  6. ამჟამად საქართველოში და რეგიონში პირველი საგამოცდო ცენტრი ვართ რომელსაც უფლება აქვს Meta-ს სასერტიფიკატო გამოცდა ჩაატაროს, აქამდე შტატებში ან ბრიტანეთში მოგიწევდათ ჩასვლა და სხვა ქვეყნის ავტორიზებულ ცენტრში ფიზიკურად თუ გექნებოდათ გამოცდის ჩაბარების სურვილი
  7. ზუსტი პროგნოზები არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ 2024 წელს 500 სერტიფიცირებული ადამიანი გვყავდეს და ჯერჯერობით მაგ კონკრეტული რაოდენობის სერტიფიკატები და ლიცენზიაც გვაქვს, მეტი მოთხოვნის შემთხვევაში რა თქმა უნდა ლიცენზიების რაოდენობას გავზრდით, ამჟამად არაოფიციალურად ჩემს პირად პროფილზე და Simple Steps-ის ფეიჯზე მონაწერებიდან გვაქვს ზუსტად 109 ჯავშანი
  8. იანვრიდან შეიქმნება ცალკე გვერდი ვებ-საიტზე, ასევე ჯგუფშიც დაანონსდება ინფორმაცია და სარეგისტრაციო სადაც შეძლებთ წინასწარ დაჯავშნოთ ადგილი და ჩააბაროთ გამოცდა, მაგრამ თუ ახლა გსურთ შეგიძლიათ კომპანიის გვერდს მიწეროთ და თქვენს ინფორმაციას ჩაინიშნავენ
  9. ვგეგმავთ ამ კუთხით მასტერკლასები და ვებინარები გავმართოთ რომ გამოცდაზე გამსვლელ კანდიდატს მაქსიმალურად გაუმარტივდეს გამოცდის ჩაბარება
  10. გვწერენ სხვადასხვა ორგანიზაციები და აკადემიები ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არის დადასტურებული და გთხოვთ თუ სადმე რამე გაიგეთ რომ ჩვენი სახით გამოცდას ატარებდნენ ჯერჯერობით სიმართლესთან საერთოდ არ არის ახლოს
 
დასასრულს ვიტყვი რომ წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, როგორც მე და ასევე ჩემს გუნდს გვინდა მოცემული სფერო და საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ამ კუთხით და მეამაყება რომ საქართველოში და რეგიონში ჩვენი ქვეყანა პირველია ამ მიმართულებით, ჯერჯერობით ვერ გეტყვით ზუსტად კიდევ რას ვაპირებთ, მაგრამ გაჩერებას რომ არ ვაპირებთ ეგ ზუსტად ვიცი, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ვერც კი წარმოიდგენთ ეს რამდენს ნიშნავს იმ ყველაფრის ფონზე რაც გავიარეთ აქამდე რომ მივსულიყავით, ხოლო სხვა დანარჩენი გპირდებით მარტივ და სამართლიან მომსახურებას სადაც არ მოგატყუებენ.