სერვისები24

BTU-ს ორგანიზებით AI ჰაკათონი გაიმართება
ID:
9364
BTU-ს ორგანიზებით AI ჰაკათონი გაიმართება
📣 BTU-ს ორგანიზებით AI ჰაკათონი გაიმართება, რომელში მონაწილეობასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერი აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ადამიანი მიიღებს.
🌟 ჰაკათონის მონაწილეთათვის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სპიკერი, ჯორჯ უაიტფილდი, ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.
🚀 მასტერკლასის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ უახლესი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული სპიკერისგან და გაიგონ, როგორ შეუძლიათ უპასუხონ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს AI-სა და საკუთარი სტარტაპების გამოყენებით.
🔗AI ჰაკათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება: https://forms.gle/Z9zwYCb71Hkkh1wz8